Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სერბეთში გრძელდება ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების დაპირისპირება

სერბეთში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებისა და პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი, „პროგრესული პარტიის“ მომხრეთა დაპირისპირება.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შეტაკებები იყო 14 აგვისტოს, ღამითაც. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ქალაქ ნოვი-სადში დაარბიეს მმართველი პარტიის ოფისები. საპროტესტო აქციები იყო კიდევ 30-მდე ქალაქში.

შუაღამის შემდეგ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ დაკავებულია აქციის 37 მონაწილე. მინისტრის თანახმად, სხვადასხვა ქალაქში დაშავდა სულ მცირე, 42 პოლიციელი, მათგან 26 - ბელგრადში.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბელგრადში მთავრობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს პიროტექნიკა ესროლეს. სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში ქაოსი იყო. ქალაქ ნოვი-სადში დარბეულია მმართველი პარტიის სამი ოფისი.

სერბეთის მედიაორგანიზაციებმა 14 აგვისტოს განაცხადეს, რომ დემონსტრაციების გაშუქებისას იყო 10 სერიოზული ინციდენტი - ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და აპარატურის დაზიანება. მედიაორგანიზაციების თანახმად, ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ როგორც აქციების მონაწილეები, ისე პოლიციელები.

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადის ახალგარემონტებული რკინიგზის სადგურის ბეტონის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეებმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს და ქალაქ ნოვი-სადის მერის და სერბეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათ თანამდებობები საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დატოვეს, თუმცა აქციები გაგრძელდა ახალი არჩევნების მოთხოვნით.

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არ აღელვებს და მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *