Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის სამარის ოლქზე დრონებით დღევანდელი შეტევის სამიზნე ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, კომპანია „როსნეფტის“ სისტემის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე დარტყმის შედეგად დაფიქსირებულია ხანძარი და აფეთქებები.

გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, რომ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საწვავის ფართო სპექტრს, მათ შორის საავიაციო საწვავს აწარმოებს, რუსეთის არმიის მომარაგებაში მონაწილეობს.

15 აგვისტოს, დილით სამარის ოლქის ხელისუფლებამ რეგიონზე უკრაინული დრონებით „მასირებული შეტევის” შესახებ განაცხადა, თუმცა სიზრანის ქარხნის შესახებ არაფერი უთქვამს.

2025 წლის აგვისტოში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე არაერთი შეტევა იყო.

14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთში დრონებით დაარტყეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კომპანია „ლუკოილის“ მფლობელობაშია და რუსულ არმიას ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.

10 აგვისტოს უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც სახელმწიფო კომპანია „როსნეფტია“.

2 აგვისტოს ამავე კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა იყო ქალაქ რიაზანშიც.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *