Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი აცხადებს, რომ "შესანიშნავი საუბარი" ჰქონდა ლუკაშენკასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით Truth Social დაწერა, რომ "შესანიშნავი" საუბარი ჰქონდა ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან - რომელსაც ტრამპი "ღრმა პატივცემულ პრეზიდენტად" მოიხსენიებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრის თემა იყო 1300 ბელარუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

"შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელარუსის ღრმად პატივცემულ პრეზიდენტთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან. ზარის მიზანი იყო მისთვის მადლობის თქმა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ასევე განვიხილავთ დარჩენილი 1300 პატიმრის გათავისუფლებას. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის [რუსეთის] პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ალასკაში. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკასთან შეხვედრას მომავალში" - წერს ტრამპი.

ტრამპი და პუტინი პარასკევს ხვდებიან ალასკაში, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე სალაპარაკოდ. ბელარუსი ამ ომში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგულ მოკავშირედ რჩება.

ლუკაშენკას ოფისი ტელეგრამით წერს, რომ ბელარუსის ლიდერმა ტრამპი ოჯახთან ერთად მინსკში დაპატიჟა.

ივნისში, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს, კით კელოგსა და ლუკაშენკას შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ ბელარუსმა მოულოდნელად გაათავისუფლა 14 პატიმარი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სიარჰეი ციხანოუსკი და უცხოეთის მოქალაქეები. მანამდე, თებერვალში გაათავისუფლეს სამი დაკავებული პირი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *