Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი უკრაინისა და ნატოს ლიდერებს ესაუბრა პუტინთან სამიტის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელაპარაკა და შაბათს, დილით ნატოს ლიდერებთანაც ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ტრამპმა ვერ მიაღწია შეთანხმებას უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაზე. "არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით - მე ვიტყოდი, უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა", - თქვა ტრამპმა.

ვაშინგტონში დაბრუნებისას აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თვითმფრინავის დაშვების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ნატოს ლიდერებს ელაპარაკებოდა.

ზელენსკის ან ევროპელ ლიდერებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.

ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.

სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მოქცეული სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან - როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *