Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ავღანეთში თალიბანის მინისტრებმა მიიღეს მუდმივი უფლებამოსილება

ავღანეთში, თალიბანის ლიდერმა, ჰაიბატულა ახუნძადამ, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც კაბინეტის მინისტრებს აღარ მიენიჭებათ „მოვალეობის შემსრულებელი მინისტრების“ სტატუსი, რაც თალიბანის მმართველობას ოფიციალურად აფორმებს და მინისტრებს მუდმივ უფლებამოსილებებს ანიჭებს.

ეს გადაწყვეტილება ქაბულის დაცემის მეოთხე წლისთავზე მიიღეს, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 15 აგვისტოს, როდესაც თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა ქვეყანაში ისლამური სამართლის მკაცრი სისტემა დანერგა, მათ შორის, შეზღუდა ქალებისა და გოგონების განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებები.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და გაერო რეგულარულად გმობენ თალიბანს ქალების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, რომლებსაც კვლავ ეკრძალებათ საჯარო ადგილებში შესვლა, ზოგიერთ რაიონში მუშაობა და მეექვსე კლასის შემდეგ განათლების მიღება.

გარდა ამისა, როგორც ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებში აშშ-ის სპეციალური გენერალური ინსპექტორის ანგარიშშია ნათქვამი, თალიბანის რეჟიმი ძალას იყენებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების განაწილების გასაკონტროლებლად, უპირატესად მისი პუშტუნების რეგიონებში გადამისამართებით და ითხოვს ქრთამს გაეროს მომწოდებლებისგან.

გაერო აცხადებს, რომ 23 მილიონზე მეტ ავღანელს დახმარება სჭირდება, თუმცა მთავრობის ჩარევა დახმარების მიწოდებას ართულებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ ეძებენ გზებს, რათა უზრუნველყონ გამჭვირვალობა და დაზარალებულთა მხარდაჭერა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *