Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ყველა კითხვას გაეცა პასუხი“ - მამუკა მდინარაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი. მდინარაძე ამ თემაზე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთ მის მიერვე დასმულ კითხვაზე - იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში, წერს, რომ საქართველო, არა თუ მოაზრებული, არამედ “გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო” და მისი აზრით, რომ არა “გამოჩენილი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი”.

მდინარაძე წერს, რომ მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მთავარი სლოგანი იყო „მშვიდობის ძიებაში“ და რომ მათ მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს:

“ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, რომელმაც არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა - პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე”, - წერს მამუკა მდინარაძე.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ასევე მიაჩნია, რომ დღეს, ამერიკელებიც და რუსებიც, “ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყოო”.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.

ალასკის სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. თუმცა მას ორივე მხარე დადებითად აფასებს.

ორშაბათს, 18 აგვისტოს კი ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *