Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Fox News-მა მელანია ტრამპის პუტინისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გამოაქვეყნა

Fox News-მა გამოაქვეყნა აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის წერილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი. წერილიმ რომელიც ბავშვების საკითხს ეხება, პუტინს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაში მათი შეხვედრის დროს გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ის მაშინვე წაიკითხა ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების თანდასწრებით.
„ყველა ბავშვს გულში ერთი და იგივე მშვიდი ოცნებები აქვს, მიუხედავად იმისა, ის სოფლად დაიბადა თუ მეგაპოლისში. ისინი ოცნებობენ სიყვარულზე, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია წერილში.
მელანია ტრამპი წერს, რომ როგორც ლიდერები, ისინი უნდა ისწრაფოდნენ ღირსებით სავსე სამყაროს შექმნისთვის ყველასთვის, რათა ყველა ადამიანმა მშვიდად გაიღვიძოს და მომავალი საიმედოდ იყოს დაცული.
“ეს მარტივი, მაგრამ ღრმა იდეაა, ბატონო პუტინ, რაშიც დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით.. დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია, თავის თავში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც გარშემო არსებული სიბნელე არ შეხებია – ჩუმი წინააღმდეგობა იმ ძალების მიმართ, რომლებიც მათ მომავალს ემუქრება. ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნოთ მათ მელოდიური სიცილი. ამ ბავშვების უმანკოების დაცვით, თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა – თქვენ მთელ კაცობრიობას მოემსახურებით. ასეთი თამამი იდეა ყოველგვარ ადამიანურ დაყოფას სცდება და სწორედ თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ ამ ხედვის რეალობად ქცევა დღესვე ერთი ხელმოწერით. დრო დადგა“, - წერს მელანია ტრამპი.
რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება უკრაინისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია - იმ ათიათასობით ბავშვის გატაცებას, რომლებიც ოჯახის ან მეურვეების თანხმობის გარეშე რუსეთში ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, უკრაინამ უწოდა ომის დანაშაული, რომელიც გაეროს ხელშეკრულებით, გენოციდის განმარტებას შეესაბამება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მადლიერება გამოხატა პრეზიდენტის მეუღლის მიმართ.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მილიონობით უკრაინელ ბავშვს მიაყენა ტანჯვა და დაარღვია მათი უფლებები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *