Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„პოლიტიკო“: ევროპელ ლიდერებს სურთ ზელენსკის დახმარება ტრამპთან შეხვედრისას

ევროპელი ლიდერები აპირებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ორშაბათს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე, იუწყება Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ამ მიზნით, გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ზელენსკის თან ახლდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. ორივე პოლიტიკოსს ტრამპთან კარგი პირადი ურთიერთობები აქვს.

ცოტა ხნით ადრე, გამოცემა Axios-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელაინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას სურს ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი სამიტის ჩატარება 22 აგვისტოს. თუმცა, პუტინს ოფიციალურად არ გამოუცხადებია ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის განზრახვა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი „სიტუაციას ართულებს“ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით და უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებით.

15 აგვისტოს ალასკაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ სამშვიდობო შეთანხმებას ამჯობინებს.

კიევი ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს ჯარების გაყვანას დონბასის (რომელიც მოიცავს დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებს) მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.

თუმცა, ეს მოსკოვის მიერ სამშვიდობო შეთანხმებების დადების ერთ-ერთ მთავარ პირობად ითვლება.

მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. გუშინ, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზამოსკოვთან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსი. ეს ნიშნავს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან აგრესორის წინააღმდეგ შეიარაღებული პასუხი გასცენ.

აშშ-ის შტატ ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ორ დღეში კი დაიგეგმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან ვაშინგტონში, თეთრ სახლში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *