Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფონ დერ ლაიენი: უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

ბრიუსელში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის ორმხრივი შეხვედრა. ლიდერები ამჟამად ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.

„ჩვენ უნდა გვქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რათა დავიცვათ როგორც უკრაინა, ასევე ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომაზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს (მათ შორის, მესამე ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით),“ თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მისი სიტყვებით, უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი“, რომლის მონელებასაც ვერ შეძლებენ პოტენციური აგრესორები.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის შესაბამისად უსაფრთხოების გამარტივებული გარანტიების უზრუნველყოფაში.

ტერიტორიულ საკითხებზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით. „ეს გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს უკრაინამ - და არავინ უკრაინის გარდა. და ეს გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიღებულ იქნეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ყოფნის გარეშე,“ დასძინა მან.

ფონ დერ ლაიენმა გამოსვლაში თქვა, რომ ევროპა გააგრძელებს რუსეთზე სანქციებით ზეწოლას მანამდე, სანამ შეწყდება სისხლისღვრა.

„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ სანქციების 18 პაკეტი და ვაჩქარებთ მე-19 პაკეტისთვის მზადებას, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უნდა იქნეს მიღებული“, თქვა მან.

დღეს ევროპის რამდენიმე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წაჰყვეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე. მათ შორის არის ურზულა ფონ დერ ლაიენიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *