Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

16 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე გუშინ დაკავებულ აქტივისტებს, თორნიკე თოხშუასა და მინდია შერვაშიძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა - მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა მათმა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ, რომელაც ტვ “პირველთან” საუბარშიც დაადასტურა, რომ დაკავებულებს წარდგენილი აქვთ ბრალი 126 პირველი პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას.

დაცვის მხარეს უკვე გადასცეს საქმის მასალებიც.

ომარ ფურცელაძე შენიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ აქვს არავითარი მასალა საკმარისი იმისთვის, რომ პირები ყოფილიყვნენ დაკავებულები, თუმცა კი ისინი სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს,

"ბრალის დადგენილებით რასაც ვარკვევ, ძირითადი მასალები, რის გამოც დააკავეს ეს ადამიანები, გახლავთ ე.წ. დაზარალებულის ჩვენებები და ერთი კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ასევე რელიზის სახით გაავრცელა შსს-მ თვითონ… რაც შეეხება მტკიცებულებების დარჩენილ ნაწილს, ეს კონკრეტული დაზარალებული როგორ აღმოჩნდა რუსთაველის გამზირზე, რა მიზნით, ვინ იყო ინიციატორი კონფლიქტის და ა.შ., ეს არ უკვლევია გამოძიებას, რაც ბუნებრივია, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების სტანდარტს ვერ პასუხობს”.

ომარ ფურცელაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა, წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

“ამ ეტაპზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, თუმცა აქციებთან მიმართებით არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით ძალიან მაღალი ალბათობით ეს იქნება პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სამართლებრვად ამის საფუძველი არ არსებობს”, - თქვა ადვოკატმა.

ახლა ყველა სასამართლო სხდომას მოელის, რომელიც არა უგვიანეს 24 საათისა უნდა გაიმართოს.

აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან.

თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. პოლიციამ გოცირიძე ტერიტორიას განარიდა.

რუსთაველზე 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან მალევე ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყვებოდა, რომ ჩხუბში მოყვა და რომ პროევროპული აქიცის მონაწილეებმა "მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს". მას შემდეგ გოცირიძემ კიდევ არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აქციების მონაწილეებს და მათ თანამოაზრეებს აგინებს და ამბობს "ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *