Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროპის ლიდერები ზელენსკის თეთრ სახლში დაელოდებიან

ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში დაელოდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისვლას - მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლეთ ფრთის შესასვლელთან დახვდება.

„ბიბისის“ ცნობით, ეს უჩვეულო ვითარებაა, რადგან, როგორც წესი, ქვეყნების ლიდერები თეთრ სახლში შედიან დასავლეთ ფრთის შესასვლელიდან, სადაც მათ ხვდებათ ხოლმე მსოფლიოს პრესა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები დროშებით. ამჯერად კი ევროპელი ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან თეთრი სახლის სამხრეთ ფრთის მხრიდან და იქ მოიცდიან.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ადგილზე შეხვედრას გაცილებით მეტი ადამიანი ელოდება, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა, მათ შორის ზელენსკის პირველი ვიზიტისას და ბენიამინ ნეთანიაჰუს იანვარში ვიზიტის დროს.

ოვალურ კაბინეტში ორი ლიდერის შეხვედრის დაწყებას მედიაც დაესწრება. ზელენსკისა და ტრამპს შორის თებერვალში ჩატარებული ბოლო შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა.

ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ლიდერს აიძულებენ, ტერიტორიის ნაწილები რუსეთს გადასცეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ.

ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად ჩასული არიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *