Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის ქალაქები დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა

21 აგვისტოს ღამით უკრაინის სხვადასხვა ქალაქს რუსეთი მასირებულად ბომბავდა. დაბომბვისას გამოიყენეს ასობით "შაჰედი", მათ შორის უკრაინის დასავლეთით ქალაქებში მუკაჩევოში, ლვოვსა და ლუცკში. ლვოვსა და ლუცკში ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენეს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, კიევში ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგები დგინდება. ჯერჯერობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ლვოვის მერის ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში გაისმა სამი აფეთქების ხმა გაისმა - შესაძლოა, ეს საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობასთან იყოს დაკავშირებული.

21 აგვისტოს ღამით რუსეთმა მინიმუმ ოთხი აერობალისტური დარტყმა განახორციელა "კინჟალის" ტიპის რაკეტებით როვნოს ოლქზე.

რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *