Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას განცხადებით, მუკაჩევოში განხორციელებული რუსული თავდასხმის სამიზნე ელექტრონიკის მწარმოებელი ამერიკული საწარმო გახდა. სიბიჰას თანახმად, ის „სრულად სამოქალაქო ობიექტი იყო, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა თავდაცვასთან ან არმიასთან“.

„ეს არ არის პირველი რუსული თავდასხმა ამერიკულ საწარმოებზე უკრაინაში, კიევში Boeing-ის ოფისებზე და წლის განმავლობაში სხვა თავდასხმების შემდეგ, - დაწერა სიბიჰამ პლატფორმა X-ზე, - არანაირი სამხედრო ლოგიკა ან აუცილებლობა, უბრალოდ ტერორი ადამიანების, ბიზნესისა და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ“.

სიბიჰას განცხადებით, ამიტომაა მნიშვნელოვანი რუსეთის იძულება, დაასრულოს ომი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, დაბომბვის შედეგად მუკაჩევოში 15 ადამიანი დაშავდა.

მომხდარს ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დაწერა, რომ ამერიკული საწარმო, რომელიც რუსული დაბომბვის სამიზნე გახდა, საყოფაცხოვრებო საქონელს - ყავის აპარატებს - აწარმოებდა.

„გუშინ ღამით რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს“.

ამასთან ზელენსკიმ დაწერა, რომ „რუსებმა ეს დარტყმა ისე განახორციელეს, თითქოს არაფერი იცვლებოდა. თითქოს მსოფლიო არანაირ ძალისხმევას არ იჩენდეს ამ ომის შესაჩერებლად. ამაზე რეაგირებაა საჭირო. მოსკოვისგან ჯერ კიდევ არ არსებობს სიგნალი იმისა, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ ომის დასრულებას. საჭიროა ზეწოლა. მკაცრი სანქციები, ძლიერი ტარიფები. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, - დაწერა ზელენსკიმ.

ზაკარპატიეს რეგიონული პროკურატურის თანახმად, ქარხანაში აფეთქება გამოიწვია „კალიბრის“ ტიპის ორმა რაკეტამ.

მუკაჩევო არის ზაკარპატიეს ოლქის ქალაქი, რომელიც უნგრეთის საზღვრიდან 35 კილომეტრში მდებარეობს. ის იშვიათად ხდება რუსული დარტყმების სამიზნე, ახლა დაბომბვისას გამოიყენეს რაკეტებიც და „შაჰედის“ ტიპის დრონებიც.

ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, ღამით რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალები.

რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული. ლვოვში დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, მუკაჩევოში კი 15 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა დაბომბვისას გამოიყენა „შაჰედის“ ტიპის 574 დრონი, მათგან 546 ჩამოაგდეს და ჩაახშეს, ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის მიმართულებით ასევე გამოიყენეს

ოთხი აერობალისტიკური რაკეტა "კინჟალი" (ერთი ჩამოაგდეს);ორი ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი";19 ცალი Х-101 ფრთოსანი რაკეტა (რომელთაგან 18 ჩამოაგდეს);შავი ზღვიდან გაშვებული, „კალიბრის“ ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა (12 ჩამოაგდეს);ყირიმიდან გაშვებული ერთი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტა.უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, რაკეტებისა და დრონების დარტყმები დაფიქსირდა 11 ადგილას, ხოლო ნამსხვრევები კიდევ სამ ადგილას ჩამოცვივდა.

წუხანდელ დაბომბვას რუსული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *