Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

წუხელ რუსეთმა უკრაინას სარეკორდო რაოდენობის დრონები და რაკეტები ესროლა

კვირას, 6-7 სექტემბრის ღამით, რუსეთის არმიამ უკრაინაზე თავდასხმისთვის 800-ზე მეტი „საჰაერო თავდასხმის იარაღი“ გამოიყენა: 810 დრონი, ცხრა „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ოთხი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც „ისკანდერ-M“ ან „KN-23“ სისტემებიდან იყო გაშვებული. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 747 დრონი და ოთხი „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა ცხრა რაკეტა და 56-მა დრონმა 37 ადგილას მოხვდა სამიზნეებს. ომის დაწყებიდან ეს თავდასხმა რეკორდული იყო გამოყენებული რაკეტებისა და დრონების რაოდენობით.

კიევში, სვიატოშინოს რაიონში თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ცხრასართულიანი შენობა, განაცხადა უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. გაჩნდა ხანძარი, დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი და მისი ჩვილი. ბავშვის მამა მძიმედ დაშავდა.

დარნიცის რაიონში ოთხსართულიანი შენობა დაზიანდა, ხოლო პეჩერის რაიონში - სამთავრობო შენობა. პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ ტელეგრამში დაწერა: „პირველად მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამთავრობო შენობა“.

Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე უკრაინის მთავრობის მთავარი შენობის თავზე სქელი კვამლი დგას. უკანასკნელ სართულზე მდებარეობს პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და საკონფერენციო დარბაზი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, წუხელ კიევში ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ, მოგვიანებით დაწერა, რომ დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. კიევის ოლქში ერთ-ერთი დარტყმა მოხვდა საჯინიბოს, რის შედეგადაც მოკვდნენ ცხენები, დაიჭრა 18 წლის გოგონა, სხვა შენობები დაზიანდა.

პოლტავის ოლქში, კრემენჩუგში, დაზიანდა დნეპრზე გადასასვლელი ხიდი და მასზე მოძრაობა შეჩერდა.

ზაპოროჟიეში თავდასხმის სამიზნე იყო საწარმო. საერთო ჯამში ორი ადამიანი დაიღუპა.

ასევე თავს დაესხნენ ოდესას, კრივოი-როგს, დნეპრს, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ასეთი მკვლელობები ახლა, როდესაც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დაწყებულიყო რეალური დიპლომატია, არის შეგნებული დანაშაული და ომის გახანგრძლივება. ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უარის თქმას სანქციები მოჰყვება. ყველაფერი, რაზეც პარიზში შეთანხმდნენ, უნდა შესრულდეს. ჩვენ ასევე ველით ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ ყველა შეთანხმების შესრულებას. ყოველი დამატებითი სისტემა მშვიდობიან მოსახლეობას იხსნის ამ საზიზღარი თავდასხმებისგან. მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ კვლა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *