Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპმა დაადასტურა რუსეთის წინააღმდეგ საანქციების "მეორე ეტაპზე" გადასვლის მზადყოფნა

კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, მზად არის თუ არა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „მეორე ეტაპზე“ გადასასვლელად.

ტრამპს დეტალური კომენტარები არ გაუკეთებია და მისთვის არც განმარტებითი კითხვები დაუსვამთ. ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების, ასევე რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის ტარიფების დაწესებას, თუ მოსკოვი მშვიდობიან მოგვარებაზე არ დათანხმდება. 15 აგვისტოს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ დაახლოებით ორ კვირაში გაარკვევს რუსეთის პოზიციას და გადაწყვეტილებას მიიღებს.

6-7 სექტემბრის ღამით რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური დარტყმა განახორციელა ასობით დრონის გამოყენებით. ოთხი ადამიანი დაიღუპა. ასევე დაზიანდა კიევის ცენტრში მდებარე სამთავრობო შენობა. დასავლელმა ლიდერებმა ამას კიდევ ერთი ნიშანი უწოდეს იმისა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. რუსეთის დარტყმას იგივე შეფასება მისცა უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა.

კვირას, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა NBC News-ს განუცხადა, რომ აშშ მზადაა „რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდოს“, თუმცა ეს ევროკავშირში აშშ-ის პარტნიორების მსგავსი ქმედებების პარალელურად მოხდება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამატებითი მეორადი სანქციებისა და გადასახადების დაწესებამ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობენ, შესაძლოა რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვიოს. „ამჟამად ჩვენ ვმონაწილეობთ რბოლაში, რომელმაც უნდა აჩვენოს, რამდენ ხანს გაძლებს უკრაინის არმია და რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს რუსეთის ეკონომიკამ“, თქვა ბესენტმა. „თუ შეერთებული შტატები და [ევროკავშირი] ჩაერევიან და დამატებით სანქციებსა და გადასახადებს დაუწესებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დაინგრევა და ეს პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს“.

აშშ-ის ადმინისტრაციამ ადრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შეფერხება იმით ახსნა, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვი მოლაპარაკებებიდან გავიდოდა და ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდებოდა.

ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ-ს პრაქტიკულად არ შემოუღია ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით. ამავე დროს, მოქმედი სანქციების რეჟიმი არ შესუსტებულა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *