Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, პრემიერი ფრანსუა ბაირუ გადადგომისთვის ხვალ მიმართავს პრეზიდენტს

საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბაირუს გუნდისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებაზე კენჭისყრა 8 სექტემბერს საღამოს შედგა, ერთთვიანი პოლიტიკური ჩიხის გამო, რაც ბაირუს მთავრობის მიერ, საფრანგეთის მზარდი სახელმწიფო ვალის დასაძლევად წარმოდგენილმა, თითქმის 44 მილიარდი ევროთი შემცირებულმა ბიუჯეტმა განაპირობა. 364-მა დეპუტატმა ხმა მთავრობის წინააღმდეგ მისცა, 194-მა მხარი დაუჭირა ბაირუს გუნდს.

ფრანსუა ბაირუ გადადგომის შესახებ სამშბათს მიმართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

ორ წელიწადზე ნაკლები დროის მონაკვეთში პრეზიდენტ მაკრონს პრემიერმინისტრობის მეხუთე კანდიდატის მოძებნა მოუწევს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, 8 სექტემბრის კენჭისყრით საფრანგეთი კიდევ უფრო მეტად ეფლობა პოლიტიკურ კრიზისში.

პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციას ჯერ არ დაუდასტურებია - მიმართავს, თუ არა ის დღეს მოქალაქეებს.

გამოცემა „პოლიტიკოს“ შეფასებით, „რეალობა ის არის, რომ მაკრონს შეზღუდული არჩევანი აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ის იხრება მორიგი პრემიერმინისტრის დანიშვნისკენ - რომელიც იქნება რიგით მეხუთე 2024 წლის იანვრის შემდეგ - თუმცა, ახალი პრემიერმინისტრი იმავე საკანონმდებლო ორგანოს პირისპირ აღმოჩნდება. იგივე ბედი ელის საჯარო მოხელეებისგან შედგენილ ტექნიკურ მთავრობასაც“. გამოცემა წერს, რომ მორიგი რიგგარეშე არჩევნებიც „არამომხიბვლელად“ მოჩანს. არის კიდევ ერთი სცენარი - რომ ემანუელ მაკრონი გადადგეს, თუმცა, მისივე ადრინდელი განცხადებების მიხედვით (რომ ვადის ბოლომდე - 2027 წლამდე იქნება პრეზიდენტი), ეს ნაკლებად მოსალოდნელია და აგრეთვე, არც იმისი გარანტია არსებობს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა ვითარებას გამოასწორებს.

გასული წლის ზაფხულში, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მარცხის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა და იმედოვნებდა, რომ უმრავლესობას მოიპოვებდა. შედეგად მიიღო დაყოფილი პარლამენტი, რომელიც ნებისმიერი პრემიერმინისტრისთვის ართულებს აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვებას კანონებისა და წლიური ბიუჯეტის მისაღებად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *