Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ახვლედიანის ადვოკატი: არცერთ კადრში არ ჩანს [თორნიკე რიჟვაძის მიერ იარაღის] აღების მომენტი

ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური მედიასთან ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის საქმეში არსებულ კადრებში არ ჩანს მომენტი, როცა ის იარაღს იღებს.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 7 ივლისს რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოში მდებარე სახლში სცადა თვითმკვლელობა ახვლედიანის კუთვნილი იარაღით.

როგორც ლალი აფციაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სისხლის სამართლის საქმეში დევს ახვლედიანის სახლსა და ეზოში დამონტაჟებული რამდენიმე კამერის ჩანაწერები, რომელთა ხანგრძლივობა რამდენიმე საათია და ეს კადრები სრულად ადასტურებს ახვლედიანის მიერ მოყოლილს, იმ დღეს მომხდარი ამბების თანმიმდევრობას.

„არცერთ კადრში არ ჩანს [თორნიკე რიჟვაძის მიერ იარაღის] აღების მომენტი. უბრალოდ, რომ გამოდის თავისი საძინებელი ოთახიდან და შედის მეორე ოთახში, იქ, სადაც ინახებოდა ახვლედიანის [იარაღი]. ეს არ არის ფანჩატური, ეს არის ჩვეულებრივი ოთახი. გვერდით არის იქვე და ცალკე კარი შედის. ცალკე კარი აქვს იმ ოთახს, სადაც ბატონი ახვლედიანი შედის. ამიტომ ჩანს მისი გამოსვლა და შესვლა იმ ოთახში [სადაც იარაღი იყო]“, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ლალი აფციაურმა და დაამატა, რომ კადრები ბუნდოვანია და მათში არც ის არ ჩანს, უჭირავს თუ არა ოთახიდან გამოსულ რიჟვაძეს ხელში იარაღი.

„ეზოს კადრებია და ბუნდოვანი კადრებია… წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა [რიჟვაძემ], გამოვიდა [ოთახიდან] და შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინ არ არის“, – აცხადებს ლალი აფციაური.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ალექსი ახვლედიანისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, მის სახლში დამონტაჟებული კამერები გამართულად რომ მუშაობდა. ადვოკატის თანახმად, ახვლედიანის საცხოვრებელი სახლიდან გამოძიებამ მალევე ამოიღო კადრები და ისინი დაცვის მხარეს უმარტივებს იმის მტკიცებას, რომ ახვლედიანი ამ საქმეში უდანაშაულოა.

პროკურატურის მიხედვით, „თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს „დაუდევრად“ ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელ ალექსი ახვლედიანს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის აქვს წარდგენილი.

თავად ალექსი ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სროლის ხმა არ გაუგია. იგი ამბობს, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი რიჟვაძე თავად გადაიყვანა საავადმყოფოში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *