Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს

რუსეთის ჯარებმა 10 სექტემბერს უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.

უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას დრონებით უტევდნენ, გამთენიისას კი სარაკეტო შეტევაც დაიწყო.

დილის რვა საათის მდგომარეობით უკრაინის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია მასირებული შეტევის შედეგების შესახებ.

განახლება: დილის ათი საათისთვის უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობების გამოქვეყნება. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. დაზიანდა, ან დაინგრა სახლები და სამრეწველო ობიექტები.

რუსეთის მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.

გამთენიისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის არაერთხელ დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს იყო რუსული დრონები.

განახლება: დილის ათი საათისთვის უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობების გამოქვეყნება. რუსეთის

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *