Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტუსკი: პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა დაფიქსირდა, ვარშავა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას ითხოვს

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრისა და მათი ჩამოგდების შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე პუნქტის ამოქმედება მოითხოვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დღეს, 10 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, შემდეგ კი პარლამენტში მივიდა.

BBC-ს ცნობით, ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა და მათი უდიდესი ნაწილი - ბელარუსის ტერიტორიიდან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დადასტურებულია სამი დრონის განადგურება.

გერმანულ მაუწყებელს, DW-ს მოჰყავს პოლონეთის შსს-ს წარმომადგენლის, კაროლინა გალეცკას განცხადება, რომ ნაპოვნია შვიდი დრონი და გაურკვეველი წარმომავლობის ერთი რაკეტის ნამსხვრევები.

დონალდ ტუსკის განცხადებით, დრონების ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის, ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

ამავე დოკუმენტის მე-5 მუხლით, ნატოს რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.

სააგენტო Reuters-ი ნატოში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი შეფასებით, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში მიზანმიმართულად შეიჭრნენ, თუმცა, ნატო ამას თავდასხმად არ განიხილავს.

გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.

გამთენიისას პოლონეთის არმიის სარდლობამ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა, დილით კი მათი ნაწილის ჩამოგდების შესახებ განაცხადა:

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტმა ობიექტმა დაარღვია. მინისტრის თანახმად, შეიარაღებული ძალების სარდლის გადაწყვეტილებით ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ.

პოლონეთის მედიასაშუალებების ცნობით, ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად დასახლებულ პუნქტ ვირიკიში, რომელიც ბელარუსის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, სახლის სახურავი და ავტომანქანა დაზიანდა.

პოლონეთის მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე მიიღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინება, რომ დრონების ჩამოვარდნის ადგილების ან მათი ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, ეს სამსახურს აცნობონ და დრონებს არ მიუახლოვდნენ.

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.

გასულ ღამით ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა.

10 სექტემბრის დღის პირველ ნახევარში რუსეთს არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *