Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „წარმოუდგენელია“ დრონებით შემოჭრა შემთხვევითი ყოფილიყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი „დარწმუნებულია“, რომ რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში „დაგეგმილი“ იყო, მას შემდეგ, რაც ნატოს და პოლონეთის თვითმფრინავებმა უკრაინაზე ღამის თავდასხმების დროს მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა: „რუსული დრონები ადრეც შემოჭრილან პოლონეთის საჰაერო სივრცეში - არა მხოლოდ დრონები, არამედ ფრთოსანი რაკეტებიც“.

„როდესაც ერთი ან ორი დრონი ამას აკეთებს, შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. თუმცა, 19 შემთხვევა მოხდა და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს შემთხვევითი იყოს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, პოლონეთს ბრალი დასდო „მითების“ გავრცელებაში, რათა „უკრაინის კრიზისის კიდევ მეტი ესკალაცია“ მოახდინოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმეორებს, რომ მას არ ჰქონდა დაგეგმილი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმა.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, შემდეგ კი პარლამენტში მივიდა. ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა და მათი უდიდესი ნაწილი - ბელარუსის ტერიტორიიდან.

დონალდ ტუსკის განცხადებით, დრონების ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის, ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *