Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კატეგორიულად უარვყოფთ და ვგმობთ ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს - გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც დაგმობილია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი დეზინფორმაციული ნარატივი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს.

"გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი" - ნათქვამია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადება გერმანიაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით ელჩ ფიშერს აკისრებდა პასუხისმგებლობას კალაძის შტაბთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ქცევაზე.

"გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" თბილისის შტაბს.

საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია", - დაწერა პაპუაშვილმა 8 სექტემბერს ფეისბუკის პირად გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც წარსულში გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, GIZ-თან მუშაობის გამოცდილება აქვს, მუდმივად ესხმის თავს როგორც გერმანიის ელჩს, ასევე სხვა დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული დღის წესრიგისკენ დაბრუნებას ურჩევენ.

პაპუაშვილის გარდა დიპლომატებს, მათ შორის ელჩ ფიჩერს თავს ესხმიან ოცნების სხვა წარმომადგენლებიც.

"ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს" - თქვა კახა კალაძემ გერმანიის ელჩზე საუბრისას 9 სექტემბერს და ის საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

გერმანიის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მონახულების გამოც.

"ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება" - თქვა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს.

18 მაისს კი 18 მაისს ბათუმში, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურე ვალერი ქოჩიაშვილმა მიაყენა ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეს ამბავი პროპაგანდისტული არხების საშუალებით გავრცელდა მანამ, სანამ საელჩო ამ ფაქტს დაადასტურებდა.

ელჩი ბათუმში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *