ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 4 სექტემბერს დასრულდა - ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, რიგ ქალაქებში თითქმის არ არის წარმოდგენილი.