Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ესროლეს კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს

ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორი, კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ჩარლი კირკი იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე დაჭრეს. ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

სასწავლებლის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ღონისძიების ლაივსტრიმში ჩანს, როგორ გარბის სროლის ხმაზე ხალხი უნივერსიტეტის ეზოდან, სადაც 31 წლის კირკი სიტყვით გამოდიოდა.

უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ კამპუსი დაკეტილია და ლექციები გაუქმებულია შემდგომ შეტყობინებამდე. „პოლიცია იძიებს. დაუყოვნებლივ დატოვეთ კამპუსი. მიჰყევით პოლიციის მითითებებს“, - ნათქვამია უნივერსიტეტის პოსტში X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება Truth Social-ზე გააკეთა. „ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელიც დაჭრეს. ის შესანიშნავი ადამიანია თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს იგი!“ - თქვა ტრამპმა.

კირკი მონაწილეობდა მისი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ დებატებში. ღონისძიებას კამპუსში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ონლაინ პეტიციამ, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, არ დაეშვა კირკი უნივერსიტეტში, 1000-მდე ხელმოწერა მიიღო. უნივერსიტეტმა გასულ კვირას განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს მოიხსენიებდა და ადასტურებდა თავის „ვალდებულებას სიტყვის თავისუფლების, ინტელექტუალური კვლევისა და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *