Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში ელჩი დაითხოვა ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხუთშაბათს თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის ელჩი აშშ-ში, პიტერ მანდელსონი, მსჯავრდადებულ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.

ლეიბორისტული პარტიის წევრის, 71 წლის პოლიტიკოსის ურთიერთობა ეპშტეინთან ხელახალი განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გაასაჯაროვეს ჯეფრი ეპშტეინისთვის 2003 წელს, 50 წლის იუბილეზე გაგზავნილი წიგნი, რომელსაც, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწერს ხელს. წიგნში, სავარაუდოდ, იყო ელჩის წერილიც, რომელშიც ის ეპშტეინს „საუკეთესო მეგობარს“ უწოდებს. შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა დამატებითი ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც მანდელსონი ეპშტეინს ურჩევს, დაიწყოს ბრძოლა პატიმრობიდან ვადამდელი გათავისუფლებისთვის.

თემთა პალატაში გაკეთებულ განცხადებაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივენ დაუტიმ განაცხადა, რომ ელექტრონულმა მიმოწერამ მანდელსონის ეპშტეინთან ურთიერთობის „სიღრმე და მასშტაბი“ „არსებითად განსხვავებულად“ წარმოაჩინა იმისაგან, რაც ცნობილი იყო გასულ წელს ვაშინგტონში მისი ელჩად დანიშვნის დროს.

მანდელსონმა მიმდინარე წლის თებერვალში, ლეიბორისტების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ღრმა სინანული გამოთქვა ეპშტეინთან თავისი წინა კავშირების გამო და განაცხადა, რომ არაფერი იცოდა მის კრიმინალურ საქმიანობაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *