Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინაში ჩავიდნენ პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

კიევში მოლაპარაკებებს მართავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. ის უკრაინის დედაქალაქ კიევში 12 სექტემბერს, დილით ჩავიდა.

ორი დღით ადრე, 10 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დროს ათზე მეტი რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და საჭირო გახდა მათი ნაწილის ჩამოგდება.

ვარშავამ მოსკოვი აგრესიაში დაადანაშაულა. რუსეთმა თავისი დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უარყო, რაც პოლონეთს არ სჯერა და შეტევას მიზანმიმართულს უწოდებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის კიევის რკინიგზის სადგურში დახვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა. მან სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არსებითი მოლაპარაკებები ექნებათ საერთო უსაფრთხოების, ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრების და მოსკოვზე ზეწოლის საკითხებზე.

11 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონები შესაძლოა, შეცდომით შეიჭრნენ. „არა, ეს არ ყოფილა შეცდომა“, - დაწერა პასუხად სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ.

12 სექტემბერს კიევში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერიც. მან მინისტრის თანამდებობა ახლახან დაიკავა და პირველი ვიზიტი სწორედ უკრაინაში აქვს.

ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. ლონდონმა უკრაინას გამოუყო კიდევ 142 მილიონი გირვანქა სტერლინგი, საიდანაც 100 მილიონი მოხმარდება ფრონტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო 42 მილიონი - დაზიანებული ენერგოობიექტების აღდგენას.

კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღეს, 12 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ 100 ახალი სანქცია აამოქმედა პოლონეთში ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და კიევზე ამასწინანდელი (7 სექტემბრის) შეტევისას მთავრობის შენობის დაზიანების გამო.

ლონდონის ახალი სანქციები შეეხო რუსული ნავთობის გადამტანი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებისა და რუსეთისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიმწოდებელთა კიდევ ერთ ნაწილს.

სანქცირებულია 70 გემი და 3 ფიზიკური და 27 იურიდიული პირი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *