თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა უაქციზო სიგარეტების საქმეზე ბრალდებულებს. მათ შორის ორი პატიმრობაში მყოფ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლობელია: ცოლისძმა და პირადი დაცვის წევრი. გადაწყვეტილება სასამართლოში დღეს, 20 სექტემბერს გამოცხადდა.