Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გერმანიის ავიაცია აედევნა ბალტიის ზღვის თავზე გამოჩენილ რუსეთის მზვერავ თვითმფრინავს

გერმანიის ორი ავიაგამანადგურებელი აფრინდა გერმანიის როსტოკ-ლაგეს სამხედრო აეროდრომიდან. ეს მოხდა ნატოს მოთხოვნით მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვის თავზე გამოჩნდა რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი ილ-20M. ამის შესახებ 21 სექტემბერს იტყობინება სააგენტო dpa გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და კავშირზე არ გამოდიოდა. ფრენა არ იყო დაგეგმილი. თვითმფრინავის ტიპის დადგენა მოხერხდა ე.წ. „გარე ამოცნობით“, იტყობინებიან გერმანიის სამხედროები.

გერმანიის ორი ავიაგამანადგურებელი Eurofighter-ი მანამდე მიჰყვებოდა რუსეთის თვითმფრინავს, სანამ ისინი შეცვალეს ნატოში მოკავშირე ქვეყნის, შვედეთის თვითმფრინავებმა, ნათქვამია ცნობაში.

ბალტიის ზღვაში კვლავაც მწვავდება ვითარება რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევების გამო.

20 სექტემბერს პოლონეთის სასაზღვრო ძალები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს პოლონურ ჭაბურღილს რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს. პოლონეთის მხარის თანახმად, ინციდენტის დროს დაირღვა პოლონეთის ეკონომიკური ზონა, რომელშიც მდებარეობს პლატფორმა, და არა პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა რუსეთის სამი ავიაგამანადგურებელი და მათ 12 წუთი დაჰყვეს იქ.

რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაურღვევია ესტონეთის საჰაერო სივრცე და რომ ფრენის მარშრუტი ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების აკვატორიაზე გადიოდა.

9-10 სექტემბრის ღამით რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი. ამასთან, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა. დრონებისთვის გზის გადასაჭრელად ამოქმედდა პოლონეთის ავიაცია, ასევე ნატოს სხვა წევრი ქვეყნების გამანადგურებლები.

ვარშავა აცხადებს, რომ რუსეთმა განზრახ დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე და მოკავშირეებთან კონსულტაციები მოითხოვა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად. იგივე მოითხოვა ესტონეთმაც.

როგორც მოსალოდნელია, 22 სექტემბერს, ტალინის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *