Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდმა, რომელიც საფრანგეთში იყო დაკავებული, გზა განაგრძო

გაბონის დროშით მცურავმა ტანკერმა Boracay-მ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, 3 ოქომბერს საფრანგეთის სანაპიროდან სუეცის არხისკენ განაგრძო გზა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ ის ხანმოკლედ დააკავა.
AFP-სა და Le Figaro-ს ცნობით, კაპიტანი, რომელიც დაკავებული იყო, როგორც ჩანს, გემზე დაბრუნდა.
სააგენტო ამის შესახებ სამეთვალყურეო ვებსაიტებსა და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ტანკერი 27 სექტემბერს ლა-მანშის სრუტეში საფრანგეთის გემებმა გააჩერეს. 2 ოქტომბრის საღამოს ის სენ-ნაზერის პორტიდან გავიდა და ამჟამად სამხრეთის მიმართულებით, საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, თავისი დაგეგმილი მარშრუტით მიემართება ინდოეთისკენ, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობით დატვირთული.

არსებული ცნობით, კაპიტანი, ჩინეთის მოქალაქე, და მისი თანაშემწე გემზე არიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ თებერვალში საფრანგეთში სასამართლოში გამოცხადება დაევალათ, მთავრობის ბრძანებების დაუმორჩილებლობის ბრალდებით.
საფრანგეთის პროკურატურამ ადრე განაცხადა, რომ გემი დააკავეს, რადგან მისი ეკიპაჟი არ უპასუხებდა მთავრობის მოთხოვნებს და უარს ამბობდა თანამშრომლობაზე. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გემი იძიებდა სექტემბრის ბოლოს დანიაში დრონების გაშვებაში შესაძლო მონაწილეობას. ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ერთი დღით ადრე, სანამ გემისა და მისი კაპიტნის გათავისუფლება ცნობილი გახდებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა მის დაკავებაზე. მან საფრანგეთის ქმედებებს „მეკობრეობა“ უწოდა და თქვა, რომ მეკობრეებს „ანადგურებენ“. თუმცა მან არც დაადასტურა და არც უარყო რაიმე კავშირი რუსეთსა და გემს შორის, რომელიც ადრე (სხვა სახელით) შედიოდა ევროკავშირის სანქციების სიაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *