Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევისას, რომელიც შუაღამის შემდეგ დაიწყო, მოსახლეობის გამაფრთხილებელი საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტულჩის და გალაცის რაიონებში. შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის მინიტორინგისთვის გამანადგურებლები გაგზავნა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 19 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რადარებმა დააფიქსირეს სიგნალი უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 8 კილომეტრზე შევიდა. დრონი რადარებზე პერიოდულად ჩნდებოდა დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში და შემდეგ რადარებიდან გაქრა.

დილის მდგომარეობით რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუდასტურებია რაიმე საჰაერო საშუალებით ხმელეთზე დარტყმა. მოქალაქეებისგან შეტყობინება არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს მიუღია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეციალისტების ჯგუფები მზად არიან საველე სამუშაოებისთვის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა რუსულმა დრონებმა ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს.

17 ნოემბერს რუმინეთის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევისას მდინარე დუნაიზე ხანძარი გაუჩნდა გათხევადებული გაზით დატვირთულ ტანკერს.

გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამაც ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნა მორიგე გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები კი განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანა.

სარდლობის განცხადებით, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *