ბელარუსის ციხიდან მარია კოლესნიკავას გათავისუფლების შემდეგ, მოქალაქეებმა სოლიდარობის ნიშნად კაშკაშა წითელი პომადის წასმა და ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება დაიწყეს. ფლეშმობს, რომელსაც მრავალი ქალი და მამაკაცი შეუერთდა, ლუკაშენკას რეჟიმი პროვოკაციას და სამარცხვინოს უწოდებს.