Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბერლინში ათიათასობით ოჯახი კვლავ ელექტროდენის გარეშეა

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში ელექროხაზების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქალაქის მთავრობამ რამდენიმე საგანგებო თავშესაფარი შექმნა. მოქალაქეები, რომელთა გათბობა ელექტროდენთან არის დაკავშირებული, იქ თავშესაფარი პოვნას შეძლებენ. ამასობაში, 7000 ოჯახი ხელახლა დაუკავშირდა ელექტრო ქსელს, თუმცა ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა.

3 იანვრის დილით ადრე, ტელტოვის არხზე ლიხტერფელდეს ელექტროსადგურისკენ მიმავალ საკაბელო ხიდზე გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ელექტროგაყვანილობა დააზიანა.
ამას მოჰყვა ელექტრომომარაგებისშეწყვეტა. მას შემდეგ ნიკოლასზეეს, ცელენდორფის, ვანზეეს და ლიხტერფელდეს რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად შეჩერდა. თავდაპირველად, 45 ათასი ოჯახი და 2200-ზე მეტი ობიექტს არ ჰქონდა დენი. ამასობაში, ქსელის ოპერატორის ცნობით, 7000 ოჯახსა და 150 კომერციულ მომხმარებელს აღუდგა ელექტრომომარაგება. 4 იანვარს კიდევ 3000 ოჯახისთვის დენის მიწოდების აღდგენა იყო დაგეგმილი.

ოპერატორის, Stromnetz Berlin-ის, ცნობით, ელექტროქსელის დაზიანება იმდენად სერიოზულია, ხოლო შეკეთება იმდენად რთულია, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით დიდხანს გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის ყველა აბონენტი ხუთშაბათს შუადღემდე ვერ იქნება დენით უზრუნველყოფილი.

Stromnetz Berlin-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად სამუშაოები ორ ადგილას მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ტელტოვის არხზე საკაბელო ხიდის შეკეთება ხდება, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებული ოჯახებისთვის დროებითი ელექტროენერგიის მიწოდების ორგანიზება მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ შაბათს 3 იანვარს, ბერლინის ეკონომიკის და ენერგეტიკის სენატორის, ფრანცისკა გიფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დაზიანება განზრახ ჩადენილი ქმედება იყო. სხვა შემთხვევაში ძალიან სქელი მაღალი ძაბვის კაბელების ამ გზით დაზიანება ძალიან რთული იქნებოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *