Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას - Fox News

14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის X-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც, “სახელმწიფო დეპარტამენტი შეაჩერებს საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადების დამუშავებას 75 ქვეყანაში, რომლებიდან ჩამოსული მიგრანტებიც ამერიკის ხალხს ართმევენ მიუღებლად დიდი ოდენობის კეთილდღეობას. შეჩერება შეეხება ათობით ქვეყანას - სომალის, ჰაიტის, ირანისა და ერიტრეის ჩათვლით - საიდან აშშ-ში ჩამოსული იმიგრანტები ხშირად იქცევიან ხოლმე „სახელმწიფოს ტვირთად“. ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკელი ხალხის გულუხვობით ბოროტად აღარ ისარგებლონ", - წერს X-ზე სახელმწიფო დეპარტამენტი.

14 იანვარსვე, საათებით ადრე “ფოქს ნიუსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შეჩერებაზე გადაწყვეტილების შესახებ და დაურთო ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელშიც საქართველოც არის.

გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი წერილი დაეგზავნა აშშ-ის საკონსულოებს მთელ მსოფლიოში. აღნიშნული აკრძალვის საფუძვლად სახელდება იმ განმცხადებლების წინააღმდეგ ზომების მიღება, რომლებიც შესაძლოა "სახელმწიფო ტვირთად" იქცნენ.

“ფოქს ნიუსი” წერს, რომ საკონსულოებმა ვიზაზე უარი უნდა გასცენ მოქმედი კანონმდებლობით, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს სკრინინგისა და ვეტინგის პროცედურებს.

75 ქვეყანაში ვიზის გაცემა შეჩერდება 21 იანვრიდან და გაგრძელდება მანამდე, სანამ დეპარტამენტი დაასრულებს სავიზო პროცედურების გადახედვას.

2025 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის საკონსულოებში დაგზავნა ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც, ამერიკის კონსულებს მთელ მსოფლიოში უნდა ეხელმძღვანელათ საიმიგრაციო კანონში ე.წ. “სახელმწიფო ტვირთის” შესახებ შესწორებით.

ამასთან, ინსტრუქციების მიხედვით, საკონსულოს წარმომადგენელს უარი უნდა განეცხადებინა ვიზის გაცემაზე მრავალი ფაქტორის, მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, ინგლისურის ცოდნის, ფინანსური მდგომარეობისა და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების საჭიროების გათვალისწინებითაც კი. ასაკოვანი ან ჭარბწონიანი აპლიკანტებისთვისაც შესაძლოა ეთქვათ ვიზაზე უარი და მათთვისაც, ვისაც სახელმწიფო ფულადი დახმარება ან ინსტიტუციონალიზაცია გამოუყენებიათ.

„სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყენებს თავის დიდი ხნის უფლებამოსილებას, რათა არაკვალიფიციურ პოტენციურ იმიგრანტებად ჩათვალოს ისინი, ვინც შეერთებული შტატების სახელმწიფო ტვირთად იქცევიან და ამერიკელი ხალხის გულუხვობით ისარგებლებენ, - სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ტომი პიგოტის განცხადებას ციტირებს „ფოქს ნიუსი“, - ამ 75 ქვეყნიდან იმიგრაცია შეჩერდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს იმიგრაციის პროცედურებს, რათა თავიდან აიცილოს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებიც სოციალური დახმარებითა და სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ“.

ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წელს "სახელმწიფო ტვირთის" წესი შეზღუდა და გამორიცხა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა დამატებითი კვებითი დახმარების პროგრამა, დამატებითი კვებითი დახმარების ფედერალური პროგრამა ქალებისთვის, ჩვილებისა და ბავშვებისთვის, რომელიც WIC-ის სახელით იყო ცნობილი, აგრეთვე Medicaid-ი ან დაბინავების ვაუჩერები.

იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტით საკონსულოს თანამშრომლებს დიდი ხანია შეუძლიათ ვიზაზე უარი უთხრან განმცხადებელს “სახელმწიფო ტვირთის” საფუძვლით, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წელს გააფართოვა განმარტების შინაარსი და ის მოიცავდა სახელმწიფო დახმარების ფართო ჩამონათვალს. ეს შესწორება სასამართლოში გასაჩივრდა და ნაწილობრივ დაიბლოკა, ვიდრე მას ბაიდენის ადმინისტრაცია გააუქმებდა.

საიმიგრაციო ვიზების გაცემა 21 იანვრიდან შეჩერდება შემდეგ ქვეყნებში: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთი სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *