უფლისწული რეზა ფეჰლევი, რომელიც 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ აშშ-ში ცხოვრობს, თანამემამულეებს სისტემატურად მოუწოდებს, იბრძოლონ აიათოლას რეჟიმის დასამხობად. ოპოზიციის არარსებობის პირობებში, ირანელების ნაწილი მასში იმ ადამიანს ხედავს, რომელსაც შეიძლება ხელისუფლება ჩააბარონ.