„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისტორიული უწოდა დღევანდელ დღეს, რადგან, მისი თქმით, ხელი ეწერება ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გაფართოვდეს.