ჩინეთში გამოძიება დაიწყო ჭან იუსიას - ქვეყნის სამხედრო ისტებლიშმენტის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენლის - წინააღმდეგ. გენერალი წლების განმავლობაში იკავებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლესი სამხედრო ორგანოს, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.