Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მაკრონი აპირებს პუტინს დაურეკოს - „ტასი"

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკოს, „შინაარსიანი საუბრის მომზადებას“ კი რამდენიმე დღე დასჭირდება. ამის შესახებ „ფრანგულ წყაროზე“ დაყრდნობით დღეს, 5 თებერვალს იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. ის არ აკონკრეტებს საფრანგეთის რომელ უწყებას წარმოადგენს ეს წყარო.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების გარდა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტები შეწყვიტეს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.სააგენტო Reuters-მა და გამოცემა L'Express-მა ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით 4 თებერვალს დაწერეს, რომ 3 თებერვალს მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი ემანუელ ბონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს შეხვდა.

ელისეს სასახლეში ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 4 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთს და რუსეთს სამუშაო დონეზე გარკვეული ურთიერთქმედება აქვთ, თუმცა რაიმე საგულისხმო შინაარსის გარეშე.

2025 წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში უფრო აქტიური როლის შესასრულებლად ევროპამ უნდა გამოძებნოს გზა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლებისთვის, გამჭვირვალედ და უკრაინასთან თანამშრომლობით. ამ აზრს მიემხრო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიც.

ევროკავშირის წევრი ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა 4 თებერვალს ტელეკომპანია Euronews-ს განუცხადეს, რომ რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა საჭიროა, რათა ევროპას საკუთარი ხმა ჰქონდეს მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამჟამად უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარეობს.

ბალტიის ორი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კრემლთან დიალოგის განახლების მიზნით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის იდეას.

დღეს, 5 თებერვალს აბუ-დაბიში გაგრძელდა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *