Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოლდოვამ თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ტირასპოლში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენელს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. წარმომადგენელი დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვიტალი იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე „არ დაუშვეს“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს მოლდოვურ გამოცემა IPN-ზე დაყრდნობით.

იანკოვსკის მოლდოვის ტერიტორიაზე შესვლა ხუთი წლით აუკრძალეს.

გამოცემა IPN-ს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, რომ შემოწმების შედეგად ვიტალი იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის რეჟიმის შესახებ კანონის შესაბამისად.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არ ჩანს, საიდან „არ დაუშვეს“ იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე და რომელი ქვეყნის მოქალაქეა.

იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც იანკოვსკის შესახებ საჯარო წყაროებით იძებნება, 1969 წელს უკრაინაში დაბადებული იანკოვსკის ოჯახი 1970-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, 70-იანი წლების ბოლოს კი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში დასახლდა. იანკოვსკის უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჯერ უკრაინის ქალაქ ოდესის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ დნესტრისპირეთის და რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის უნივერსიტეტებში და მოსკოვის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტის ასპირანტიც იყო.

მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში დნესტრისპირეთმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ვიტალი იანკოვსკის დე ფაქტო მთავრობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და მთავრობის აპარატის უფროსის.

2008 წლის აგვისტო-ნოემბერში იანკოვსკი ცხინვალში იმყოფებოდა, როგორც „დნესტრისპირეთის მოხალისეთა ავარიულ-სამაშველო რაზმის მეთაური“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ვიტალი იანკოვსკი 2017 წელს დანიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში.

მოლდოვის ამ რეგიონს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს ერთმანეთის „დამოუკიდებლობა“ აქვთ აღიარებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *