როდის არის ჩახუტების საერთაშორისო დღე
ჩახუტების საერთაშორისო დღე 1986 წლიდან იღებს სათავეს და 21 იანვარს აღინიშნება. მისი ფუძემდებელი კევინ ზაბორნი გახლდათ. მას მიაჩნდა, რომ ამერიკელები ყოველთვის ერიდებოდნენ საჯარო სივრცეში ემოციების გამოხატვას და თვლიდა, რომ ჩახუტების დღე ამ ფაქტის შეცვლაში დაეხმარებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 იანვარი ოფიციალურად აღინიშნება, თუმცა საჯარო დაწესებულებებში დასვენება არ ცხადდება.
ჩახუტება საუკეთესო გზაა, თავი უკეთ იგრძნოთ, როდესაც ემოციურად გამოფიტული, დაღლილი ან დემოტივირებული ხართ. ეს არა მხოლოდ მენტალურ მდგომარეობას აუმჯობესებს, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ჩახუტება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. ჩახუტებით უფრო ძლიერები, ბედნიერები და ხალისიანები ვხვდებით. ეს თავს დაცულად გვაგრძნობინებს და გვაჩვენებს, რომ მარტონი არ ვართ.
წყარო/ფოტო: Fun Facts