რომის პაპმა ფრანცისკე: განსაკუთრებულ მოკითხვას ვუგზავნი მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებსა და ძმებს
რომის პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
„განსაკუთრებულ მოკითხვას ვუგზავნი მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებსა და ძმებს. დაე, მაცხოვრის დაბადებამ გააჩინოს ნუგეში, გააჩინოს იმედი, გააჩინოს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება საბოლოოდ დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში. ბევრი ვილოცოთ უკრაინისა და მშვიდობისთვის,“ – აცხადებს რომის პაპი.
მანამდე კი, რომის პაპმა უკრაინის ომს გლობალური უწოდა. პონტიფიკოსის თქმით, მას არ სჯერა, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება.