ნაკლები შემოსავალი, მეტი გადასახადი, გაუმართავი აპლიკაცია - კიდევ რას და რატომ აპროტესტებენ "ბოლტის" მძღოლები
"ბოლტის" პარტნიორი მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ 2023 წლამდე არსებული ტარიფების დაბრუნებისა და საკომისიოს შემცირებით მოთხოვნით. 5 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისში ისინი ამ წელს უკვე მესამედ შეიკრიბებიან.