ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანსლემზე ჩემპიონი გახდა
![ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანსლემზე ჩემპიონი გახდა](https://gdb.rferl.org/08530000-0a00-0242-69bf-08db079db6f5_w800_h450.jpg)
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში; ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
დღესვე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ.