ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს
![ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს](https://gdb.rferl.org/006c0000-0aff-0242-5267-08db0b4a36c4_w800_h450.jpg)
მთავრობის ადმინისტრაციაში სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ახლადდანიშნულ უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.
რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელის დასანიშნად 3 კანდიდატი წარედგინა - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.
ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილის ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა.