CNN-ი: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა
![CNN-ი: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა](https://gdb.rferl.org/08550000-0a00-0242-f49c-08db0d0f4fb3_w800_h450.jpg)
CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33,181-ს მიაღწია.
მაუწყებელს მოჰყავს თურქეთის საგანგებო ვითარებათა საკოორდინაციო ცენტრის, SAKOM მონაცემები, რომ თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 12 თებერვლისთვის 29,605-ია. ამავე ცნობით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 576-ს, მათ შორის 2 168 ადამიანი დაიღუპა რეგიონში, რომელსაც ოპოზიციური - მეამბოხეთა ძალები აკონტროლებენ. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის "თეთრი ჩაფხუტების" თანახმად, 1 408 ადამიანი დაიღუპა სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ არეალში.
გაეროს კოორდინატორმა საგანგებო ვითარებებში, მარტინ გრიფიტსმა ტვიტერით აღიარა, რომ სირიას გაერომ სათანადო დახმარება არ გაუწია: „ამ წუთამდე ჩვენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანები მივატოვეთ,“ განაცხადა მან სირია-თურქეთის საზღვარზე ყოფნისას. ჩემი მოვალეობაა ახლა ეს გამოვასწოროთ, დაწერა მან ტვიტერზე.
არეალში, რომელსაც სხვადასხვა დაჯგუფებები აკონტროლებენ რის გამოც, ჰუმანიტარული დახმარება მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში, დაგვიანებით ჩავიდა.