Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილის განცხადება: ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს

ეროვნული გალერეაში ერთი კვირის წინ გახსნილი გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეები ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც გმობენ თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ “ანტაგონიზმსა და რეპრესიებს”.

ისინი თვლიან, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის ქმედება, რისთვისაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, სახელოვნებო პროცესია და მისი ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს ქართულ შემოქმედებით სივრცეს და თავისუფალ თვითგამოხატვას, ის ასევე შეურაცხყოფს გალერეას და მისი დაფუძნების სულისკვეთებას.

„ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ინსტიტუციებისა და ხელოვანების წინააღმდეგ“ – წაიკითხავთ განცხადებაში, რომლის ხელის მომწერებს მიაჩნიათ, რომ „პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განვითარება აღქმული იქნება დევნისა და თვითგამოხატვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად“.

გამოფენის მონაწილე ხელოვანების აზრით, სამართლის ყველაზე ფორმალისტური გაგებითაც კი გაუგებარია მხატვარ სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის ქურდობად ინტერპრეტირება, რადგან ქურდობისთვის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება მისაკუთრების მიზნით. მას არ მიუთვისებია სხვისი ნამუშევარი, მეტიც, საერთოდ არ შეხებია სხვის ნამუშევარს და მის ქმედებას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას და კრძალავს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ჩარევას“- წერენ ისინი და მოუწოდებენ „დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რათა თავიდან აიცილონ ფორმირების პროცესში მყოფი ინსტიტუციური ზიანი“.

განცხადების ბოლოს მისი ავტორები წერენ, რომ „ეროვნული გალერეა ქართული კულტურისთვის, კონტექსტისა და მისი დაფუძნების ისტორიის გათვალისწინებით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ სახელოვნებო პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს არა მხოლოდ ქართულ შემოქმედებით სივრცესა და თავისუფალ თვითგამოხატვას, არამედ იგი შეურაცხყოფს ამ ინსტიტუციასა და მისი დაფუძნების სულისკვეთებას. ამ პროცესში არც სანდრო და არც ჩვენ, გამოფენის მონაწილეები, არ ვართ მარტონი“.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ქურდობის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო მხატვრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

История одной фотографии

Под Воронежем в аварии двух авто и рейсового автобуса погиб 1 человек и 8 травмированы

Вельский центр социальной помощи семье и детям «Скворушка» стал победителем всероссийского конкурса

Как уничтожили советскую цивилизацию

Музыкальные новости

Уникальные места России. Военно-патриотический комплекс “Патриот” — одна из достопримечательностей Каменска-Шахтинского

NYT: Визит Путина в КНДР и Вьетнам реализовал худшие опасения США

Санкции? Не смешите теневой флот: Bloomberg пишет, что все наши танкеры заблокированы санкциями.

Шуфутинский сыграет в сериале «Третье сентября» по мотивам его одноименного хита

Новости России

В Чебоксарах проводится всероссийский конкурс народных мастеров

История одной фотографии

Михаил Хазин оценил вероятность проведения в России деноминации рубля

Типография в Химках закупит новое оборудование при региональной поддержке

Экология в России и мире

Легенда о «300-х русских школах» в Азербайджане

Спрос на «русское» золото 585 пробы стабильно растет – исследование «585*ЗОЛОТОЙ»

«Три богатыря. Ни дня без подвига» уже в кино! «Юмор FM» рекомендует

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу

Спорт в России и мире

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере

Калинская обыграла Азаренко и вышла в финал турнира в Берлине

Калинская оценила выход в финал турнира в Берлине и вспомнила о Синнере

Елену Рыбакину «лишили» Уимблдона

Moscow.media

Врач предупредил о смертельной опасности спорта после застолья

Николаю Николаевичу Дроздову сегодня исполнилось 87 лет!

Audi работает над кроссовером RS Q6 e-tron с агрегатами от Porsche Macan Turbo

Приезжие избили мужчину в подъезде. Слухи о его смерти оказались преувеличены







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *