Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საიას განმარტებით, მხატვარ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

საიას განმარტებით, მხატვარ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის შესახებ განცხადებას აქვეყნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის მიიჩნევს, რომ სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

საიას განცხადებით, „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, გამოძიების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია. დამატებით, ხაზგასასმელია, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები სისხლის სამართლებრივი რეჟიმის გამოყენებისას ვიწროა. ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს. საია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

ორგანიზაცია ეხმაურება „პარტიზანი მებაღის" ნატა ფერაძის წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებასაც. 12 თებერვალს სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“. აქციაზე ინციდენტი მოხდა. სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ფერაძეს ცხვირი დაუზიანდა. მისი თქმით, სამართალდამცველები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია

საია მიიჩნევს, რომ „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისე საერთაშორისო აქტებით. შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ცნობიერების ამაღლების, ცვლილებებისა თუ რეფორმების პროცესს და წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს. ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძის გადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა.

მისი თქმით, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Россия и Азербайджан прорабатывают вопрос перехода на нацвалюты в расчетах

В Москве арестовали мужчину по делу о распространении фейков о ВС РФ

Егора Зайцева проводили в последний путь в Щелкове

"Ъ": краткосрочная аренда квартир на лето в России подорожала на 20%

Музыкальные новости

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!

Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:

Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»

Рубена Варданяна в бакинской тюрьме заставляли долго стоять, его лишали воды, ему не разрешали мыться и менять белье и одежду

Новости России

Дьявольская жара до +38 градусов уже приближается, ждите: Вильфанд рассказал о самом жарком месяце

Уникальные места России. Военно-патриотический комплекс “Патриот” — одна из достопримечательностей Каменска-Шахтинского

Москвича заключили под стражу по делу о фейках про Вооруженные силы

АЗЕРБАЙДЖАН. День памяти и скорби встретили в России и странах СНГ

Экология в России и мире

Культурное лето с Dhawa Ihuru

Lemaire, коллекция menswear весна-лето 2025

BIA Technologies вошла в число ведущих интеграторов программных и аппаратных решений России

АФК «Система» планирует модернизировать Вологодский текстильный комбинат

Спорт в России и мире

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP

Самсонова поддержала Андрееску после победы над ней в финале турнира в Хертогенбосхе

Саснович победила на старте квалификации турнира WTA-500 в Берлине

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС

Moscow.media

Приезжие избили мужчину в подъезде. Слухи о его смерти оказались преувеличены

Одиночество.

Врач предупредил о смертельной опасности спорта после застолья

Военные следователи приняли участие в патриотической акции «Свеча памяти» в городе-герое Севастополе







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *