IISS-ი: რუსეთმა ომში შესაძლოა ახალი ტანკების 50%-მდე დაკარგა
დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) გამოსცა ახალი დაწვრილებითი ანგარიში მსოფლიოში სამხედრო ძალთა თანაფარდობის შესახებ და შეაფასა უკრაინაში რუსეთის ჯავშანტექნიკის დანაკარგები.
როგორც ანგარიშის ერთ-ერთი რედაქტორი ჯეიმს ჰეკეტი წერს, ომის დაწყებიდან „მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯავშანტექნიკის პარკი - განადგურებულია Т-72B და Т-72B3M ტანკების ომამდელი რაოდენობის დაახლოებით 50%,“ ნათქვამია ანგარიშის შესავალში.
ახალი მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების გამო რუსეთის ჯარები ხშირად გადადიან ძველ მოდელებზე წერს ინსტიტუტი.
ამავე დროს Т-72-ის უფრო ადრეული მოდიფიკაციები პოლონეთმა და რამდენიმე სხვა მოკავშირემ გადასცეს უკრაინას.
რუსეთის ხელისუფლება არ აქვეყნებს მონაცემებს უკრაინასთან ომში დანაკარგების შესახებ.