“ჩემთვის დიდი პატივია მასთან მეგობრობა”, – ოსტინ ბატლერი სელენა გომესის შესახებ
ოსტინ ბატლერი ამბობს, რომ მისთვის დიდი პრივილეგიაა სელენა გომესთან ახლო კავშირის ქონა.
“ელვისის” ვარსკვლავი მომღერლის მიმართ მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს და შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ახლობელ ადამიანად მიიჩნევს.
“მე მას ამდენი წელია ვიცნობ. სასიამოვნოა ვინმესთან სივრცის გაზიარება დიდი ხნის განმავლობაში. მე უბრალოდ ვამაყობ მისით,” განუცხადა ბატლერმა Extra-ს გომესის შესახებ.
ორი ვარსკვლავი პირველად ერთმანეთს “დისნეის” არხზე შეხვდა. როდესაც ბატლერი გამოჩნდა Disney Channel-ის Wizards of Waverly Place-ის ეპიზოდში, რომელშიც სელენა თამაშობდა მოზარდი ჯადოქრის, ალექს რუსოს, როლში.
როდესაც ოქროს გლობუსის მქონე მსახიობი “ელვისის” გადაღებებზე მუშაობდა, ძველმა მეგობარმა სწორედ მაშინ იპოვა ფოტო წარსულიდან და ოსტინს გაუგზავნა.
“გახსოვს ეს ფოტო”, – ჰკითხა მას გომესმა. “თითქოს სხვა ცხოვრებიდანაა”, – უპასუხა ბატლერმა.
წყარო/ფოტო: People