შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს ორი პატიმარი გაათავისუფლა და პაკისტანს გადასცა
![შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს ორი პატიმარი გაათავისუფლა და პაკისტანს გადასცა](https://gdb.rferl.org/77C53434-0E84-49DC-A229-E64B7B964A50_w800_h450.jpg)
პენტაგონის განცხადებით, პაკისტანელი ძმები, რომლებიც გასული ორი ათწლეულის მანძილზე, კუბაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე, აშშ-ის საპყრობილეს ტუსაღები იყვნენ, გაათავისუფლეს და პაკისტანში დააბრუნეს.
აბდულ და მუჰამად რაბანები 2002 წელს დააკავეს კარაჩიში. აშშ-ის ოფიციალური პირები მათ ბრალად სდებდნენ ალ-ყაიდას წევრებისთვის საცხოვრებლითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური სახით დახმარებას. ძმები ამტკიცებენ, რომ მათ აწამებდნენ, სანამ ისინი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პატიმრობაში იმყოფებოდნენ გუანტანამოში გადაყვანამდე.
კუბაზე, გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზაზე საპატიმრო ბანაკი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) დააფუძნა 2002 წელს აშშ-ში 2001 წლის ტერაქტების შემდეგ გუანტანამოს საპატიმროში დროდადრო 600 ტუსაღი იმყოფებოდა. ახლა მათი რიცხვი 32-ია.
ორის მიმართ განაჩენი გამოტანილია. ადამიანის უფლებების დამცველები ბანაკის დაფუძნებას თავიდანვე აკრიტიკებდნენ.