ნორვეგიის საგარეო უწყება: შეშფოთებული ვართ ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ მოიხსენიებს – ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე
ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს “უცხოურ აგენტებად” მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
„ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.