Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცა

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეს წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარში გადავეცით. დემარში, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ცნობებით მისი ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც მნიშვნელოვანია, ეს დემარში შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის. ეს დემარში წევრმა სახელწიფოებმა დაამტკიცეს ბრისელში. ჩვენ იუსტიციის მინისტრთან ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა. ჩვენ წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული პოზიცია“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აკეთებს მთავრობა იმისათვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული.

ელჩს არ უსაუბრია, იმასთან დაკავშირებით იყო შეეხნენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საზღვარგარეთ, მათ შორის პოლონეთში შესაძლო გადაყვანის საკითხს.

პაველ ჰერჩინკის თქვა, რომ ზოგადად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ღიად განიხილავენ ყველა საკითხს.

 

"მე მაქვს საუბარი პრემიერ-მინისტრთან, დროდადრო ვხვდები პრეზიდენტს და ჩვენ ღიად განიხილავთ ყველა საკითხს. ჩვენ საქართველოს ვეპყრობით, როგორც პარტიონს, როგორც ძალიან ახლო პარტნიორს. ამდენად, ეს აუცილებელია, ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, რომ წვდომა მქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებთან დასარწმუნებლად, რომ ყველა შემაშფოთებელ საკითხს ღიად და გულწრფელად განვიხილავთ“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის დემარშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა, ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაერწმუნებინათ.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.

2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Где Путин потерял страх? Острый вопрос во Вьетнаме

Миссия России: Семеро россиян умерли во время хаджа «по естественным причинам»

24 июня: какой сегодня праздник, что было в этот день

В разрезе добыли аресты // Ликвидатору шахт и подрядчику инкриминируют мошенничество с бюджетными деньгами

Музыкальные новости

В 11 регионах России будет снижена допустимая доля трудовых мигрантов

Адель и Metallica подверглись антироссийской критике

Возвращение премии Муз-ТВ: Киркорова посадили в клетку, а Бузова приехала с карликами

РБК: основателя "Русских фондов" Васильева задержали по делу Новицкого

Новости России

Где Путин потерял страх? Острый вопрос во Вьетнаме

Якутские ученые представили разработки на международном салоне

Диетолог Редина: жирная пища и шоколад могут вызвать аритмию

Глава КЧР Рашид Темрезов выразил соболезнования родным ветерана Великой Отечественной войны Хамита Канаматова в связи с его кончиной

Экология в России и мире

Пьяный гражданин Азербайджана из Тулы поехал в гости к брату и открыл стрельбу в Кургане

АФК «Система» планирует модернизировать Вологодский текстильный комбинат

Неделя восточной культуры "Караван Парад" на ВДНХ

Встреча с участниками СВО прошла в Реутове

Спорт в России и мире

Потапова вышла в полуфинал турнира WTA в Бирмингеме

Даниил Медведев представил форму, в которой выступит на Уимблдоне

Калинская обыграла Азаренко и вышла в финал турнира в Берлине

Появились новости о здоровье Елены Рыбакиной перед турниром в Англии

Moscow.media

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии

Похоже, лабиринт Минотавра нашли на Крите

BelkaCar стала лауреатом премии Digital Leaders в номинации «Сервис года»

Юные таланты под эгидой Фонда Спивакова дали концерт в «Михайловском»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *